სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე, რომელმაც, სავარაუდოდ, სამების საკათედრო ტაძარში მდებარე მატრონა მოსკოველის ხატს ლურჯი საღებავი ესროლა, სოციალურ ქსელში წერს:
„მატრონა და ტრიმიფუნტელი დარჩება თუ არა "ტაძარში" მახატია.
რაც უნდა ის ქონდეთ თავის კორუმპირებულ და ბინძურ ინსტიტუციაში, ჩვენ კონკორდატი დავახიოთ თავზე და ბიუჯეტი ჩავუჭრათ, მათი გამოსწორება მე არ მადარდებს.
აი სტალინით ტვინის მოწამვლა აღვკვეთეთ ყველამ ერთად, კვერცხების სროლით ეფექტურად დასრულებული მანამდე დაწყებული უზარმაზარი კამპანიური ტალღით, რასაც ვერ გაუძლო და დანებდა რუსული ოცნება.
ჩვენ ეს შევძელით, სტალინის კულტი არ დაბრუნდება - წერს ნატა ფერაძე.
ცნობისთვის, დღეს, 11 იანვარს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა და მატრონა მოსკოველის ხატის შემწირველებს მოუწოდა, შეცვალონ ხატზე გამოსახული სტალინთან შეხვედრის ეპიზოდი. პრესსამსახურის ინფორმაციით, თუ შემწირველი არ შეცვლის ამ ფრაგმენტს, საპატრიარქო ამას თავად გააკეთებს.
საპატრიარქომ მიზეზი ასე განმარტა: რუსეთის ეკლესიას იოსებ სტალინის წმინდა მატრონასთან შეხვედრა, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, არ შეუტანია "მისი ცხოვრების კანონიკურ ტექსტში".
0
0