ერთი რამ, რასაც ვერ ვიგებ, არის ის, თუ რატომ ითხოვს ევროკავშირი სააკაშვილის გათავისუფლებას -ამის შესახებ ლატვიელმა პოლიტოლოგმა რეინის ტოჩელოვსკისმა რადიო „სივრცის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, საქართველომ უკეთესად უნდა განმარტოს, “თუ რა ჩაიდინა სააკაშვილმა”.
„2012 წელსაც აქ ვიყავი, საკუთარი თვალებით ვხედავდი, რა ხდებოდა ქვეყანაში. სააკაშვილმა ძალაუფლებას ყოველი შესაძლო გზით გადააჭარბა. საქართველომ უკეთესად უნდა განმარტოს რა ჩაიდინა სააკაშვილმა. ფიქრობენ, რომ სააკაშვილი კარგი ტიპი იყო, მაგრამ შემდეგ ვუყვები სამოქალაქო უფლების შელახვის შემთხვევებზე... ახლახანს ვიყავი ბაქოში და იქაც არ იციან. საქართველომ უკეთესად უნდა ახსნას თავისი პოზიცია. ჩემთვის, როგორც ევროპის და ევროპული იდეის მიმდევარისთვის გაუგებარია, რატომ ითხოვს ევროპა სააკაშვილის გათავისუფლებას. ერთადერთი მიზეზი, რისი წარმოდგენაც შემიძლია, არის, რომ უბრალოდ არ იციან ვინ არის სააკაშვილი და რა გააკეთა წარსულში..“- აღნიშნა რეინის ტოჩელოვსკისმა გადაცემაში “სივრცეში ეკა ვეფხვაძესთან”.
0
0