
რესტორანი „პიაცა ბათუმი“ საზოგადოების კრიტიკას პასუხობს და განცხადებას ავრცელებს.
„ტექნიკური ხარვეზის გამო „პიაცა ბათუმის“ Facebook-ის გვერდის ავტომოპასუხე, მომხმარებლებს გარკვეული პერიოდის განმავლობაში რუსულ ენაზე პასუხობს, რამაც სამართლიანად მათი გაღიზიანება და უკმაყოფილება გამოიწვია.
ჩვენი მხრიდან აღნიშნული ხარვეზი გამოსწორებულია, თუმცა დაუდგენელია რეალურად წარმოქმნილი პრობლემა არის ტექნიკური, თუ ჰაკერული შემოტევის მიზეზით.
„პიაცა ბათუმის" მენეჯმენტი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი უხერხულობისთვის.
ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ ოკუპაციას, საქართველოს და უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის შელახვას“.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, სადაც ჩანს, რომ რესტორანი „პიაცა ბათუმი“ -ს Facebook გვერდი, მომხმარებლებს ავტომატურ შეტყობინებებს რუსულ ენაზე უგზავნის.
ფაქტის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება.
0
0