-share.jpg)
„ბლექროკი“, სამ უმსხვილეს ამერიკულ ჩრდილოვან ბანკთან ერთად, ოლიგარქიული ოჯახების ხელში არსებული უმნიშვნელოვანესი პოლიტიკურ-ეკონომიკური ინსტრუმენტია, - ამის შესახებ აღნიშნულია ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში.
მისივე თქმით, გრძელდება საერთაშორისო მედიაში „კრედიტ სუისის“ პიარული გაშავების კამპანია, რომლის ფონზეც შვეიცარიული ბანკის აქციების ფასი მკვეთრად ეცემა. შათირიშვილის განმარტებით, ერთ დროს შვეიცარიის საბანკო სისტემის ფლაგმანად აღიარებული „კრედიტ სუისი“ თანდათანობით ამერიკელების საკუთრებაში გადადის, რასაც კომპანია „ბლექროკი“ უწევს კოორდინაციას.
„როგორც წინა წერილებშიც ვახსენე, „ბლექროკი“, სამ უმსხვილეს ამერიკულ ჩრდილოვან ბანკთან ერთად, ოლიგარქიული ოჯახების ხელში არსებული უმნიშვნელოვანესი პოლიტიკურ-ეკონომიკური ინსტრუმენტია. ამ ინსტრუმენტისა და უშუალო პოლიტიკური გავლენების წყალობით, ოჯახები მსოფლიო მასშტაბით წარმატებით ახერხებენ პოლიტიკურ ექსპანსიას, ხელისუფლებებისა და სასამართლო სისტემების მითვისებას, აგენტოკრატიების ჩამოყალიბებას, ომების გაჩაღებას, სახელმწიფოების იდენტობისა და თვითმყოფადობის მოშლას, ისევე, როგორც საზოგადოების ზომბირებისკენ მიმართული ე.წ. ლიბერალური იდეოლოგიის გავრცელებას“, - წერს შათირიშვილი.
0
0