„ბათუმელების“ ოპერატორს სასამართლომ 8-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა
14/01/2025
21:24
სამართალი
A-
+A
ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელების“ ოპერატორის გურამ მურვანიძის სასამართლო პროცესი გაიმართა. გურამ მურვანიძეს მოსამართლე ირმა ტოგონიძემ 8-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.
გურამ მურვანიძე 12 იანვარს, ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციების გაშუქების დროს დააკავეს.
ის ადმინისტრაციული მუხლით დააკავეს და მას გამოძიება პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავება.
დღეს გურამ მურვანიძესთან ერთად საპროტესტო აქციაზე დაკავებული ერთ-ერთი მოქალაქის, ლევან ხორავას სასამართლო პროცესიც გაიმართა.
8-დღიან პატიმრობაში დატოვა მოსამართლემ ლევან ხორავაც.
“ბათუმელები”
0
0
41
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%