13/01/2025
01:13
სამართალი
„ბაბილოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ აქციაზე ადმინისტრაციული წესით ცხრა პირია დაკავებული, – ამის შესახებ პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
მათივე ცნობით, აღნიშნული პირები დაკავებულები არიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და ხულიგნობას გულისხმობს.
რესტორან „ბაბილოსთან“, სადაც, არსებული ინფორმაციით, მოსამართლეების კორპორატიული წვეულება მიმდინარეობდა, აქციის მონაწილეები რამდენიმე საათის წინ შეიკრიბნენ. ისინი რესტორანში მისულ მოსამართლეებს შეძახილებით დახვდნენ. დაპირისპირება მოხდა მას შემდეგაც, რაც რამდენიმე მოსამართლემ რესტორანი დატოვა. აქციის მონაწილეებმა ისინი შეძახილებით გააცილეს, ასევე კვერცხები დაუშინეს. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. სიტყვიერი დაპირისპირებისა და ფიზიკური შეხლა-შემოხლის შედეგად, სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი დააკავეს. მოგვიანებით, მოსამართლეებმა რესტორან „ბაბილოს“ ტერიტორია სამართალდამცველების დახმარებით დატოვეს.
(foto: გიორგი ჟამერაშვილი)
0
0