-share.jpg)
ალყაში მოქცეული „აზოვსტალის“ ქარხნიდან ევაკუირებული უკრაინელი სამხედროები ნოვოაზოვსკში გადაიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი თვითმხილველზე დაყრდნობით ავრცელებს.
ნოვოაზოვსკი ამჟამად დროებით ოკუპირებული ტერიტორიაა.
მანამდე საინფორმაციო სააგენტო Reuters-მა ადგილზე მყოფ თანამშრომელზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ „აზოვსტალის“ ქარხნიდან დაახლოებით 10 ავტობუსი გავიდა, რომელშიც უკრაინელი სამხედროები იმყოფებოდნენ.
მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ „აზოვსტალიდან“ დაჭრილი უკრაინელი სამხედროების ევაკუაცია დაიწყო.
უწყების ინფორმაციით, მიღწეულია შეთანხმება დაჭრილი უკრაინელი სამხედროების „აზოვსტალის“ ქარხნიდან დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაყვანის შესახებ.
უკრაინული ოფიციალური წყაროები „აზოვსტალის“ გარშემო არსებულ ვითარებაზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.
0
0