
14 წლის ცოლის მკვლელობაში ბრალდებულმა ალიმ ასლანოვმა სასამართლოზე განაცხადა, რომ ცოლის მოკვლა არ უნდოდა და არც ის იცოდა, თუ გოგონა არასრულწლოვანი იყო.
„არ ვაღიარებ განზრახ მკვლელობას, ვნანობ, მაგრამ ეს განზრახ არ ყოფილა. მეგონა, პნევმატური იყო და მხოლოდ ხმას გამოსცემდა. როდესაც სისხლი დავინახე შემეშინდა და გავიქეცი. იარაღის ხმარებაც არ ვიცი, არასდროს მქონია. არ ვიცოდი, რომ მოვკალი, ეს დაკავების დღეს მამაჩემისგან გავიგე. ტრავმა მაქვს მიღებული თავის არეში, ადრე ცხენიდან გადმოვარდი და გონზე არ ვიყავი, როდესაც ეს ჩავიდინე.
არც ის ვიცოდი არასრულწლოვანი თუ იყო. დედამისი მეუბნებოდა, რომ 18 წლის იყო", - თქვა ალიმ ასლანოვმა სასამართლოზე.
არსებული ინფორმაციით,14 წლის აითაჯ შახმანოვის მკვლელობისთვის ბრალდებული სოფელ უდაბნოში, ტყეში იმალებოდა . როდესაც დაინახა, რომ ადგილზე სამართალდამცველები მობილიზდნენ, მიმალვა ვეღარ შეძლო და ტყიდან გამოვიდა. ძებნილი ალიმ ასლანოვის დასაკავებლად ადგილზე სპეცოპერაცია ჩატარდა. გავრცელებული ინფორმაციით მას თან ჰქონდა ის ცეცხლსასროლი იარაღი , რომლითაც არასრულწლოვანი გოგონა სამი გასროლით მოკლა. იარაღი პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო. სოფელ უდაბნოში მიმდინარე საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ვიდეო მასალა შინაგანს საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად გაავრცელა.
0
0