
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამერიკელი მილიარდერი, Tesla-სა და SpaceX-ის დამფუძნებელი, ილონ მასკი შეაქო და მას ნიჭიერი და გამორჩეული პიროვნება უწოდა. მასთან დაკავშირებით, პუტინმა აღმოსავლეთ ეკონომიკური ფორუმის დროს ისაუბრა ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
„რაც შეეხება ილონ მასკის კერძო ბიზნესს... ის ნამდვილად გამორჩეული ადამიანია, ეს უნდა იყოს აღიარებული... ვფიქრობ, ეს აღიარებულია მთელ მსოფლიოში. აქტიური და ნიჭიერი ბიზნესმენი, ბევრ რამეში აღწევს წარმატებას. კერძოდ, ამერიკის სახელმწიფოს მხარდაჭერით“ - განაცხადა პუტინმა.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ CNN-მა ილონ მასკის შესახებ, უოლტერ აიზეკსონის მიერ დაწერილი ბიოგრაფიული წიგნის ნაწყვეტი გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ილონ მასკმა ყირიმის სანაპიროზე Starlink-ის სატელიტური ინტერნეტი საიდუმლოდ ჩაახშო, როდესაც უკრაინული წყალქვეშა გემები ასაფეთქებელი ნივთიერებებით რუსულ ფლოტს მიუახლოვდნენ. ამით მან რუსულ ფლოტზე უკრაინის შეტევა ჩაშალა.
წიგნში მასკმა თავისი ეს გადაწყვეტილება, რუსეთის მაღალჩინოსნებთან საუბრის შემდგომ, უკრაინის თავდასხმაზე საპასუხოდ, რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებით ახსნა.
0
0