
„კანდიდატის სტატუსის მიღებას არ შეუცვლია ხელისუფლების ბუნება. ის როგორც მანამდე იქცეოდა, ზუსტად ასევე იქცევა, უბრალოდ გაიძლიერა პოზიცია და სტრატეგიული ბუნდოვანების რეჟიმში დაბრუნდა და ამოცანა, რომ მე ამომრჩეველი ხელისუფლების პრორუსულობაში დავარწმუნო, ძალიან გართულდა“ - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა.
ჩერგოლეიშვილი ამბობს, რომ მისი შეფასება მმართველი ძალის მიმართ, სტატუსის მიღების მიუხედავად, არ შეცვლილა და ამბობს, რომ „ეს რეჟიმი თვისობრივად რუსული და საბჭოთაა“.
„როდესაც სტატუსის საკითხი გადაწყვეტილი არ იყო, მაშინაც შეუსაბამო მეგონა ამაზე მთლიანად კამპანიის აწყობა. რუსები რომ არიან, ეს არ კმარა - ხალხს უნდა შესთავაზო ალტერნატივა იმ პოლიტიკის სახით, რაც გინდა რომ შეცვალო.
პოლიტიკური დებატები პირველ რიგში გვჭირდება იმისთვის, რომ ხალხმა დაინახოს, რომ ერთიდაიგივე არ ვართ, ერთმანეთის დაბალანსება შეგვიძლია და კოალიცია თუ მოვიდა, ნამდვილი კოალიცია იქნება, რადგან ყველა თავისი ძალითა და ხედვით იქნება წარმოდგენილი. ჩვენ უნდა მოვახდინოთ ბევრი სიმძიმის ცენტრის დემონსტრირება. ჩემი ამოცანაა, იმ ამომრჩეველმა, რომელმაც შეიძლება მე მომისმინოს, დაიჯეროს, რომ მე თუ გამაძლიერებს, მიშას დაასუსტებს".- განაცხადა ტვ „პირველის“ ეთერში თამარ ჩერგოლეიშვილმა.
0
0