პარტია – „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფო“ ცესკომ დაარეგისტრირა და არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას პარტიის ლიდერი, კონსტანტინე მორგოშია ავრცელებს.
„კონსერვატიულმა მოძრაობა/ალტ-ინფომ” სისტემური ზეწოლის პირობებში საარჩევნო რეგისტრაცია წარმატებით გაიარა და 2024 წლის არჩევენებში მონაწილეობის მისაღებად საარჩევნო სუბიექტის სტატუსი მოიპოვა.
გილოცავთ თანამბერძოლებო, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომლებმაც ნდობა გამოგვიცხადა, წინ დიდი გამარჯვება გველოდება”- წერს მორგოშია.
„კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფომ” ცესკოში ხელმოწერები 22 მარტს შეიტანა. პარტიის ლიდერების თქმით, შეგროვებული ჰქონდათ 50 ათასი ხელმოწერა – 2-ჯერ მეტი, ვიდრე საჭიროა, რათა პარტია საარჩევნო სუბიექტად დარეგისტრირებულიყო.
„ალტ ინფომ” პარტია 2021 წლის 20 ნოემბერს დააფუძნა. პარტიის სახელია „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფო”.
0
0