
„აისისსა“ და „ჰამასს“ შორის არ არსებობს არანაირი განსხვავება; სწორედ ეს არის ჩვენი მოლოდინები რუსეთის მიმართ და დანარჩენი მსოფლიოს მიმართაც, რომ აღიარონ „ჰამასი“ ტერორისტულ ორგანიზაციად, - ამის შესახებ ისრაელის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ჰადას მეიცადიმ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკური სივრცეში“ განაცხადა.
„რუსეთის მხარდაჭერა პალესტინური სახელმწიფოსათვის არის პოლიტიკური მოსაზრება, პოლიტიკური პოზიცია. ისინი იმედგაცრუებული არიან ებრაული საზოგადოებისაგან და სწორედ ამიტომ აკეთებენ ამას. მიუხედავად ყველაფრისა, რაც მოხდა, რუსეთი მაინც არ ცნობს „ჰამასს" იმად, რაც არის. რომ ეს არის ტერორისტული ორგანიზაცია და არა პოლიტიკური ერთეული. ეს არის ბრუტარული, ბარბაროსული ორგანიზაცია. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ფატრავს ორსულ ქალებს და კლავს ახალშობილ ჩვილებს, მარხავს ადამიანებს ცოცხლად. აუპატიურებს არასრულწლოვანებს, აკეთებს ძალიან ცუდ რაღაცებს. ამ ყველაფრის უკან, ამ ბოროტების უკან დგას „ჰამასი“ და სწორედ ამიტომ გვსურს, ყველამ აღიაროს „ჰამასი“ ტერორისტულ ორგანიზაციად“, - განაცხადა ჰადას მეიცაიმ.
ელჩმა გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ რუსეთ-უკრაინის ომზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ომის დაწყებისთანავე ისრაელი მხარს უჭერს უკრაინას.
„ომის დასაწყისიდანვე ჩვენ დავგმეთ რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე. უარი ვთქვით რეფერენდუმების აღიარებაზე და იმ სხვადასხვა ინიციატივებზე, რომ მოეხდინა ამ ყველაფრის ლეგიტიმირება. ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც გაგზავნა საკმაოდ მსხვილი ჰუმანიტარული დახმარება უკრაინისათვის. გავგზავნეთ ექიმები, რომ მათ ემსახურათ იმ საავადმყოფოებში, რომელიც ფუნქციონირებდა კონფლიქტის ზონაში. ვერ ვიტყვით, რომ ისრაელი არ დგას უკრაინის გვერდით, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ სხვა ფაქტორებიც, რომ არსებობს ებრაელთა დასახლებები რუსეთში და ასევე სხვა ასპექტებიც უნდა იყოს გათვალისწინებული, მაგრამ ისრაელი დგას უკრაინის გვერდით“, - ჰადას მეიცადიმ.
0
0