-share.jpg)
ნოამ ტიბონი გადამდგარი გენერალი, რომელიც 7 ოქტომბერს დილით კიბუცში გაემგზავრა და ხელმძღვანელობდა იქ ჰამასის ტერორისტების წინააღმდეგ სამაშველო სამუშაოებს, მათ შორის საკუთარი შვილისა და ოჯახის გადარჩენას, მოუწოდებს ბენიამინ ნეთანიაჰუს დაუყოვნებლივ გადადგეს.
მისი თქმით, ნეთანიაჰუს მუდმივი ყოფნა პრემიერ-მინისტრად ზიანის მომტანია.
„არსებობენ ადამიანები, რომლებიც დამნაშავენი არიან წარუმატებლობებში - შტაბის უფროსმა უკვე აიღო პასუხისმგებლობა და ეჭვი არ მეპარება, რომ კამპანიის ბოლოს ის და ყველა ის პირი, ვინც ამ წარუმატებლობაზეა პასუხისმგებელი, წავა სახლში. ერთადერთი, ვინც პასუხისმგებლობა არ აიღო, არის ბენიამინ ნეთანიაჰუ“, - აცხადებს გადამდგარი გენერალი.
ტიბონის შეფასებით, ისრაელელი ხალხის 90%-ს არ სჯერა, რომ ნეთანიაჰუ დაიცავს მათ ოჯახებსა და შვილებს.
„ხალხმა დაკარგა უსაფრთხოების მთელი გრძნობა ბოლო სამი კვირის განმავლობაში. და ამიტომ პირდაპირ ვეუბნები ნეთანიაჰუს: აიღე პასუხისმგებლობა და გადადექი ახლავე“, - აღნიშნავს ტიბონი.
ტიბონი დასძენს, რომ ხალხმა უნდა იგრძნოს უსაფრთხოება - მათ უნდა დარწმუნდნენ, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ. არ მგონია, რომ მან გამარჯვებამდე მიგვიყვანოს.
„ჩვენ უნდა მოვიგოთ. ეს უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ნეთანიაჰუ“, - დასძენს გენერალი.
0
0