
"აბაროტიც ამას ჰქვია მელიას მხრიდან. საბოლოოდ გადაჯგუფდნენ, მიშა/კეზერა/ვანო ერთ მხარეს და დაიწყეს მელიას ჩაჩოჩება ფარული ჩანაწერით, ამანაც გახსნა საპასუხო ცეცხლი,"- ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში ექსპერტი ირაკლი ლატარია გუშინ, „კურიერის“ მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, რომელშიც, სავარაუდოდ, გიული ალასანიაა ჩაწერილი.
როგორც ლატარია აღნიშნავს, „როგორც ჩანს, გაგრძელება იქნება“.
როგორც ცნობილია, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა აუდიოჩანაწერი გაავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, აუდიოჩანაწერში, რომლის ავთენტიკურობაც დადასტურებული არ არის, სავარაუდოდ, გიული ალასანია ოპოზიციის წარმომადგენლებს „პარაზიტებს“ უწოდებს.
ჩანაწერში, სავარაუდოდ, გიული ალასანია ასევე საუბრობს სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაში რუსეთის ფაქტორზე. ტელეკომპანიის ცნობით, აუდიოჩანაწერი გაკეთებულია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამდე და უცნობია, ვის ესაუბრება გიული ალასანია.
0
0