21/01/2025
14:17
საზოგადოება
შემოწმებული 300 000 აბონენტიდან 28 000 შემთხვევაში მომხმარებელთან ბუნებრივი აირის დანადგარი ჩაიხსნა. 28 ათას აბონენტს სახლში ჰქონდა ე.წ. მკვლელი დანადგარი, - ამის შესახებ ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო გულეიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ნინო გულეიშვილის თქმით, პოტენციური საშიშროება არსებობდა, რომ ე.წ. მკვლელ აპარატს დიდი ზიანი მიეყენებინა მომხმარებლისთვის.
„სოკარ ჯორჯია გაზმა" გადაამოწმა 300 ათასამდე აბონენტი, ამ 300 ათასი აბონენტიდან 28 000 შემთხვევაში მომხმარებელს ბუნებრივი აირის დანადგარი ჩაეხსნა. 28 ათას აბონენტს სახლში ჰქონდა ე.წ. მკვლელი დანადგარი. გვქონდა პოტენციური საშიშროება, რომ ამ დანადგარს ძალიან დიდი ზიანი მიეყენებინა მომხმარებლისთვის. ამას დამატებით, 6 ათას აბონენტთან გვქონდა ისეთი ვითარება, როდესაც შეუწყდათ ბუნებრივი აირის მიწოდება. გადავამოწმეთ, თუ ვინ იყვნენ ეს აბონენტები. კომპანიების განმარტებით, დანადგარის ჩახსნის მიუხედავად, ისევ დაგხვდათ დამონტაჟებული, რის გამოც შეუწყდათ გაზის მიწოდება. ზოგ შემთხვევაში კი მომხმარებელმა მოაწესრიგა დანადგარი", - აღნიშნა გულეიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში".
0
0