18/04/2024
00:31
პოლიტიკა
“ვაჟა სირაძემ თქვა, აბა წამოდი და შეგიყვანო, შენ მარტო წამოხვალ კობახიძესთან სალაპარაკოდო? კი- მეთქი. წავედი და შუა გზაში გადაიფიქრა და იქ დადგა და ახლა ვერაო, არ გამოვაო. ძალიან მარტივი ჭეშმარიტება, რაზეც ყველა ჩამოყალიბებულია - ეს არის კანონი, რომელიც ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს კანონი წაიღონ უკან” - ამის შესახებ “ნაცმოძრაობის” ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობის ადმინისტრაციაში არის ადამიანი, რომელის ხელმძღვანელობითაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი შეიქმნა და სწორედ მან უნდა გასცეს საზოგადოებას პასუხი.
"მე მართლა მზად ვარ, პრემიერ-მინისტრს თუ არ ეშინია, ხილვები თუ არ აქვთ, არაფერს არ დავუშავებ. საუბარი მინდა ერთადერთ რამეზე, ის ხელს უშლის საქართველოს ევროპულ მომავალს, ასი ათასობით მოქალაქეს აყენებს ამ მდგომარეობაში და აპირისპირებს პოლიციასთან. ეს არ არის კარგი და ამიტომ ეს კანონი უნდა წაიღონ უკან. მაგრამ მათი ამოცანაა არეულობა. როგორც კი კორუფციაზე დავუწყე საუბარი ვაჟა სირაძეს და ფულზე- ის კანონს კი არ იცავს, მის ფულს იცავს, სირაძეც, გომელაურიც, კობახიძე - მაშინვე დატოვა ტერიტორია და გაიქცა ისიც. ალეკო ელისაშვილზეც ვკითხე და თქვა, რომ მას განვარიდებთო, მაგრამ ალეკოს ფიზიკურადაც უსწორდებოდნენ, ესეც დავინახეთ ყველამ, მაგრამ თქვეს არ ვაკავებთო, მაგრამ მატყუარა, აფერისტია, ვაჟა სირაძის სიტყვა დაიჯერება ამ ქვეყანაში, თუ კობახიძის?!", - აღნიშნა მან.
0
0