-share.jpg)
კლინიკა "ვივამედის" კლინიკური დირექტორი ზურა ჩხაიძე ამბობს, რომ მისთვის სტრასბურგის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან დარწმუნებულია, რომ მის კლინიკაში შერჩეული მკურნალობის ტაქტიკა სწორია.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დაბრუნებას პენიტენციურ დაწესებულებაში, ზურა ჩხაიძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ მსგავსი რეკომენდაცია ექიმების მიერ იქნება გაცემული, მაშინ ექსპრეზიდენტი ციხეში დაბრუნდება.
“თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა შეესაბამება, რომ გააგრძელოს სასჯელის მოხდა ციხეში, გააგრძელებს იქ, სადაც უნდა გააგრძელოს”, - განაცხადა ჩხაიძემ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი “ვივამედში” უკვე 1 წელია მკურნალობს.
შეგახსენებთ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილს უარი ეთქვა საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასვლაზე. ამის შესახებ დღეს საგანგებო ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა ისაუბრა.
რატი ბრეგაძემ არც ის გამორიცხა, რომ ევროპული სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ, ხელისუფლებამ სააკაშვილი უკან - ციხეში დააბრუნოს.
0
0