
“თოფი შემთხვევით გაუვარდა, მეუღლე შემოაკვდა.." - თერჯოლაში განზრახ მკვლელობას გამორიცხავენ.
როგორც სააგენტო "სივრცეებთან" ადგილობრივებმა განაცხადეს, ეს იყო, სავარაუდოდ, უბედური შემთხვევა და განზრახ მკვლელობის ვერსიას არ იზიარებენ.
იგივეს ამბობს მერის წარმადგენელელი სოფელ გოდოგანში, გურამ ცირეკიძეც:
"როგორც ჩანს, სავრაუდოდ, მამაკაცს თოფი გაუვარდა და მეუღლეს მოხდა, შემდეგ კი მან თავი მოიკლა. იდეალური ცოლ-ქმრობა ჰქონდათ",-ამბობს ცირეკიძე სააგენტო "სივრცეებთან".
როგორც ცნობილია, 7 იანვარს, სოფელ გოდოგანში ორი ადამიანი - ცოლ-ქმარი გარდაცვლილი ნახეს.
თავდაპირველად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შუახნის მამაკაცმა საკუთარი ცოლი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.
შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
0
0