
ევროპის სხვა ქვეყნების მსგავსად, “სისხლიანი გზავნილი” საბერძნეთში მდებარე უკრაინის საელჩომაც მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო ავრცელებს.
გზავნილი საელჩოში 12 დეკემბრის დილას მიიღეს. იგი უკრაინელი დიპლომატებისთვის გაგზავნილი რიგით ოცდამერვე მსგავსი ტიპის პაკეტია.
აღნიშნულთან დაკავშირებით საბერძნეთის პოლიციამ უკვე დაიწყო გამოძიება. გზავნილის ადრესანტი ამ შემთხვევაშიც უცვლელია.
“სისხლიანი გზავნილი” უკრაინელი დიპლომატების წინააღმდეგ 17 ქვეყანაში გაიგზავნა. თავდაპირველად, ასაფეთქებლების გაგზავნის სერია 24 ნოემბერს დაიწყო, როცა ესპანეთის პრემიერმინისტრმა, პედრო სანჩესმა გზავნილი მიიღო.
როგორც ცნობილია, 30 ნოემბერს ესპანეთში, მადრიდში მდებარე უკრაინის საელჩოში აფეთქება მოხდა. ამას მოჰყვა “სისხლიანი გზავნილების” სერია, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში მდებარე უკრაინის საელჩოებმა (უნგრეთის, ნიდერლანდების, პოლონეთის, ხორვატიისა და იტალიაში) მიიღეს. გზავნილები გაჟღენთილი იყო სპეციფიური ფერისა და სუნის მქონე სითხით. მათში მკვდარი ცხოველების თვალები იდო.
0
0