-share.jpg)
,,სირცხვილიას” გადაწყვეტილებას, დარეგისტრირდეს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად, სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა:
ირინა სარიშვილი: ,,”სირცხვილია” , სირცხვილია!”
ოთო აბესაძე: “სირცხვილიამ” გაამართლა თავისი სახელი.“
ლაშა ბაქრაძე: „სტიდნო, სირცხვილია!
თუ ასე უნდოდათ დარეგისტრირება, დალოდებოდნენ მაინც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.
იქნებ და ნამუსი აღმოაჩნდეთ მოსამართლეებს.
იქნებ, შეაჩერონ კანონის მოქმედება.
2-შიც მოასწრებდნენ. არა, ფაქტობრივად მოუწოდეს სხვებსაც დარეგისტრირებისკენ.
ბევრი მიმბაძველი გამოჩნდება ახლა. ახლა ვიღას სჭირდება მაგათი „თავშენახული“ ორგანიზაცია?
ქ.ოცნების ოცნება შეასრულეს. მდინარაძნეები ხარობენ. სადაც არაა ერთიანობა, როცა ერთიანობას ბზარი უჩნდება - იქ ხალხი ყოველთვის აგებს“.
რატი ამაღლობელი - „მნიშვნელოვანია დრო, როდის, ე.წ თაიმინგი
ჰოდა, მართლა სირცხვილია“.
ნათია მეზვრიშვილი - „ორგანიზაციამ, რომელსაც თურმე, ყველაფერ რუსულზე „აძაგძაგებს“, ახლახან რუსული კანონის ლეგიტიმაცია მოახდინა, თან საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებამდე დღეებით ადრე და ცელი გამოუსვა ნამდვილ უფლებადამცველ პატარა ორგანიზაციებს, რომლებისთვისაც ჯარიმა რეალურად ყოფნა-არყოფნის საკითხია (და მათი კრიტიკა არც მგონია სწორი). მართლაც რომ „სირცხვილია“. ასეთი უპრინციპობა და არათანმიმდევრულობა აცოცხლებდა ყოველთვის „ოცნებას“ და ხელისუფლებასთან ერთად ასეთი ოპოზიციაც, აქტივიზმიც, „ენჯეოც“ და მედიაც წარსულს უნდა ჩაბარდეს.
ვიკა ბუკია: ,,ვერ გააზრება მავნებლობის მასშტაბის? ან გააზრება და მაინც, ჩაწერა ამ ვიდეოსი? უბრალოდ გაუგებარია. აგრესიის გარეშე ვკითხულობ, რა საჭირო იყო საერთოდ ეს ვიდეო, მეგობრებო?”
გია ჭანტურია: ,,არ გჯერათ რომ ოცნება დამარცხდება! კაი პიარია 41 ის ! უკვე წერენ ქოცები, რომ ყოჩაღები ხართ! რომ ფული მართავს ლიბერალებსო, აი ხომ გეუბნებოთით გრანტია მაგათი მათავარი ღირებულებაო!“
მერაბ მეტრეველი: ,,ვაიმე, რა სირცხვილია!”
იაგო კაჭკაჭიშვილი: ,,კონტექსტის შეგრძნება მაინც სად დაკარგეს?”
ზურაბ ბატიაშვილი: “სირცხვილია” ოფიციალურადაც გაქოცდა”
თამარ ჩერგოლეიშვილი: “რა სირცხვილია”.
ნინო ლომჯარია: “კარგია ლუსტრაცია 😉😉”
ცნობისთვის, ამ რეაქციებს კი “ქართულ ოცნებაში” გამოეხმაურნენ: “ხელები შორს ორგანიზაცია „სირცხვილიასგან”. „სირცხვილიას” ბულინგიც სირცხვილია!“” - დაწერა მამუკა მდინარაძემ.
0
0