
„იმედის კვირამ“ გამარჯვების გოლის ავტორთან - ნიკა კვეკვესკირთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მან მატჩის დღე დეტალურად შეაფასა. კვეკვესკირმა ასევე, გაიხსენა დევნილობა აფხაზეთიდან და ის ურთულესი გზა, რომელიც წარმატებამდე გაიარა.
26 მარტის ერთ-ერთმა მთავარმა გმირმა ასევე განმარტა იმ შეძახილების მიზანი, რომლებსაც ფეხბურთელები რესპუბლიკის მოედანზე სკანდირებდნენ - „აფხაზეთი საქართველოა“ და „სამაჩაბლო საქართველოა“.
„ვიცი, რომ აფხაზეთშიც უყურებდნენ ამ თამაშს და გვგულშემატკივრობდნენ მთელი გულით. მინდოდა, რომ პირველ რიგში მათ გაეგოთ, რომ ჩვენ, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები, მთელი ეროვნული ნაკრები ასე ვფიქრობთ და ამიტომ მგონია, რომ ამ ხალხისთვის განსაკუთრებით, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი. საქართველო იქნება ერთიანი, გამთლიანებული, მშვიდობიანი. ერთადერთმა, რამაც შეიძლება ასე გააერთიანოს, გაამთლიანოს და გააბედნიეროს მთელი საქართველო, იქნება სწორედ ის, რომ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები დაბრუნდეს ისევ ჩვენთან და ამ ხალხს, ჩემი ჩათვლით, აღარ ეწოდოს „დევნილი“, - განაცხადა კვეკვესკირმა.
0
0