26/04/2024
00:14
პოლიტიკა
რომელი უფრო მნიშვნელოვანია, მიშა იჯდეს „ვივამედში“, თუ დასავლეთთან გვქონდეს ნორმალური ურთიერთობა, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას მე აბსოლუტურ ძალას არ ვანიჭებ. მას არ გააჩნია ასეთი ძალა, რადგან ნაკლებად მკაფიო საგარეო პოლიტიკა აქვს ზოგადად ეროკავშირს ამ თვალსაზრისით, თუ გაფართოებას, ან რაღაც ასეთს არ ეხება. უფრო მნიშვნელოვანი ამერიკელების პოზიცია იქნება, რომელიც ჯერ საერთოდ არ დაწყებულა, მაგრამ არავინ არ ელოდება, რომ ის ევროპაზე ნაკლებად მძიმე იქნება“, – განაცხადა ხვიჩიამ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად მართებულია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ევროპარლამენტართა მითითების გამო, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ თუ ოპოზიცია და მათ შორის, „გირჩი“ გაიმარჯვებს, მიხეილ სააკაშვილი თავისუფალი იქნება და ამისთვის ევროპარლამენართა მითითება არ სჭირდება.
მისი თქმით, სააკაშვილი ქართველმა ხალხმა უნდა გაასამართლოს.
„ნაფიცი მსაჯულების ფორმა იქნება, არჩევითი მოსამართლე, თუ სხვა, სხვა ვიღაცამ უნდა გაასამართლოს და არა იმ სისულელეებზე, არამედ იმაზე, რომ ქვეყნის პერსპექტივა, შანსი ვერ გამოიყენა და ისევ იქ რომ ვართ, რითაც დაიწყო. აი, ამისთვის არის გასასამართლებელი. ეს სასამართლო თავისი შინაარსით მორალური სასამართლო უნდა იყოს, პოლიტიკური და არა ეს აბსურდი, რაც გამოიხატება იმაში, რომ შენ თვითონ დანიშნე მოსამართლე ოპონენტების დასასჯელად, მერე იმ ოპონენტებმა გაჯობეს და შენ მიერ დანიშნულ მოსამართლეს შენს თავს ასჯევინებს. თუ მიშას ვასამართლებთ, ჯერ მართლა სასამართლო შევქმნათ, ვისაც გასამართლება შეუძლია და მერე ვილაპარაკოთ. ცხრა მილიონი რამდენს მოუპარავს ამ ქვეყანაში? ეგ რა პრობლემაა? ბიუჯეტიდან თანხის გაფლანგვა ბევრად ნაკლები პრობლემაა, ვიდრე შეიძლება, მიშასთან პრეტენზია მქონდეს. მიშას ცხრა მილიონი რომ ჰქონდეს მარტო ნაჭამი, მადლობას ვეტყოდი, რომ თურმე, პრეზიდენტად ძალიან იაფად მოგვმსახურებია კაცი, როდესაც ამხელა ძალაუფლება ჰქონდა“, – განაცხადა ხვიჩიამ.
0
0
მე-11 დღეა, თბილისში ახალგაზრდა ბიჭს ეძებენ
05/05/2024