
„კანონი და სამართლის“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი „გირჩის“ ლიდერს, იაგო ხვიჩიას დაუპირისპირდა.
ჩარკვიანმა ხვიჩიას პროვოკატორი და თაღლითი უწოდა. მისი მიტკიცებით, დარბაზში მსხდომმა „გირჩის“ წევრებმა თავდაცვის კოდექსის წინააღმდეგ ხმა საერთოდ არ მისცეს.
„ამას აკეთებს ან რუსეთზე მომუშავე ან თაღლითი ან იდიოტი. მითხარით სხვა რა უნდა დავარქვათ ადამიანს, რომელიც ასეთ განცხადებას აკეთებს აფხაზეთთან მიმართებით. მერე გაჰკივის, რომ მას აქვს პროგრამა ჯართან მიმართებაში, რომ სავალდებულო არ უნდა იყოს და არის ერთ ამბავში, ჩვენ წინააღმდეგს ვაძლევთ ამ პროექტს, რომელშიც ეს მიშასავით არის ეს და გაუთვალისწინებელი პუნქტებია და რა თქმა უნდა წინააღმდეგი მივეცი და იაგო ხვიჩია არ აჭერს წინააღმდეგის ღილაკს. თქვენთვის მომინდვია“,- ამბობს თაკო ჩარკვიანი.
აქვე შეგახსენებთ იაგო ხვიჩიას მიერ გირჩი TV-ის ეთერში “აფხაზეთთან ურთიერთობის აღდგენის გეგმაზე” გაკეთებულ განცხადებას:
„მთავარი ხელშემშლელი ფაქტორია კონფლიქტები საკუთრებით თემაზე, ანუ ერთი მხარე გვყავს ადამიანები, რომლებმაც დაკარგეს იქ საკუთრება სრულიად უსამართლოდ და მეორე მხრივ, გვყავს ადამიანები, რომლებმაც მიიღეს საკუთრება ასევე სრულიად უსამართლოდ. მაგრამ დღეს არიან იქ ადამიანები, შეიძლება, თაობა შეცვლილია, რომლებიც საერთოდ იქ დაიბადნენ, სადაც ქართველები ცხოვრობდნენ ადრე და “თუ იქ დავიბადე, მე სამართლიანად მაქვს მიღებული”. თუ ვინმე მეტყვის, რომ
მე სადაც დავიბადე, ის ადგილი სამართლიანად არ მეკუთვნის, ეგ არასწორია, ჩემი აზრით.
უნდა მოვიფიქროთ ისეთი ტიპის წესრიგი, სადაც რაღაცნაირად განეიტრალებული ან შერბილებული იქნება საკუთრებითი დავები ერთმანეთთან, იმიტომ, რომ ეს არის დაუსრულებელი კონფლიქტის წყარო, თუ შენ ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან გასაგები პოზიცია არ გაქვს.
ჩვენ ასეთი პოზიცია გვაქვს: არცერთ ქონებას არ ვართმევთ არავის იძულებით, ანუ არცერთ აფხაზთან არ მივდივართ და არ ვეუბნებით, რომ “შენ გამოდი შენი სახლიდან, ეს ქართველების სახლი იყო”.
პირიქით, ვამბობთ, რომ ჩვენ ამ ქონებრივი საკითხის გადასაწყვეტად ვენდობით არა ჩვენ სასამართლოს, მურუსიძის სასამართლოს, არამედ, ვენდობით აფხაზურ სასამართლოს, ოღონდ ერთი პირობით – დავის განხილვის შემთხვევაში, წაგებული მხარე სახელმწიფო ქონებიდან, რაც არის ტერიტორიის 90%, მიიღებს არანაკლებ, შეიძლება უფრო მეტის ღირებულების ქონებას, ვიდრე სადავო ქონება იყო.
როგორც უნდა, ისე გადაწყვიტოს აფხაზურმა სასამართლომ ის კონკრეტული საქმე, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ მეორე მხარეს ანუ “წაგებულ მხარეს” საკონპენსაციოდ უფრო მეტი ან იდენტური ქონება აქვს, ვიდრე იმას, რაზეც დაობდა.
ამით, ჩემი აზრით, ყველა დავა თავისი შინაარსით დაკარგავს დავის მთავარ პრობლემას – კონფლიქტს, წაგებული არავინ არ არის“.
0
0