რიკოთზე გადადგილება არის უსაფრთხო, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.
როგორც ქარსელაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ აღნიშნა, რიკოთთან დაკავშირებული კამპანიური შეტევის მიზანი იყო მოსახლეობის ხელოვნურად დაძაბვა და შეშინება.
„რიკოთზე გადადგილება არის უსაფრთხო. დიდი ხანია რიკოთი არავის უხსენებია, ძირითადად კამპანიური შეტევა იყო შარშან, დაახლოებით, 7 თვის მანძილზე, ვიდრე გავხსნიდით 27-კილომეტრიან მონაკვეთს. დაახლოებით, 30 ტყუილი იყო ნათქვამი, მაგრამ ყველაზე ცუდი იყო ის, რომ ეს ტყუილები მიმართული იყო მოსახლეობის ხელოვნურად დასაძაბად და შესაშინებლად, შემდეგ აღმოჩნდა, რომ არც არაფერი ყოფილა.
რაც შეეხება 149 -ე კილომეტრს ვიტყვი, რომ იქ მეწყერი არ ჩამოწოლილა. აღმოჩენილი იქნა პოტენციური მეწყრის კერა, რომელიც სპეციალისტების შეფასებით, მომეტებული საფრთხის გარემოებად იქნა მიჩნეული, ამის საფუძველზე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რიკოთი დაგვეკეტა და, შესაბამისად, გადაგვერთო მოძრაობა და დაგვეწესებინა სპეციალური რეჟიმი“,- განაცხადა ქარსელაძემ.
0
0