
ჟურნალლისტი მერაბ მეტრეველი დავით დარჩიაშვილის ფეისბუკ-პოსტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:
„ადამიანი დახვრიტეს ინფორმაციის საფუძველზე, რომ გამცემი იყო. ანუ ტიპს არამხოლოდ სასამართლოს გარეშე გამოუტანეს განაჩენი, არამედ გამოძიების გარეშეც.
იქნებ, ეს ინფორმაცია მცდარი იყო? ამას არცერთი “ნაცი” არ უშვებს. რადგან მათმა თანაგუნდელებმა თქვეს, რომ მოღალატე იყო, რაღა საჭიროა გამოძიება და სასამართლო? რასტრელიაწ ბეზ სუდ ი სლედსტვია! - სინამდვილეში ესაა "პროდასავლური ნაცების" ფილოსოფია.
ეს სქრინი შემომხვდა აქ. მაგრამ ეს მარტო დარჩიაშვილის აზრი არაა. სინამდვილეში ყველა “ნაცი” ასე ფიქრობს. მერე რა, რომ ამ ქვეყანაში დახვრეტა გაუქმებულია და დამნაშავესაც აქვს სასამრთლოს უფლება. ომი იყო და ომში ასე ხდებაო, გიპასუხებენ. აგერ თურმე ფეოდალურ საქართველოში საერთოდ კლდიდან ყრიდნენ მოღალატეებს“ - წერს მეტრეველი.
ცნობისთვის, დავით დარჩიაშვილმა დაწერა:
„შავაძის დაღუპვის ამბავზე: ერთი ვერსიაა/თემაა, რომ იგი მოკლეს 2008 წელს და მკვლელები უნდა დაისაჯონ; მეორე ვერსიაა, რომ მან 2008 წელს ქართველთა პოზიციები გასცა. ეს ორი ვერსია ერთმანეთს ერწყმის, ოღონდ სტრასბურგის სასამართლოს ამას ვერ აუხსნი: მისი გადმოსახედიდან, მკვლელობაა მთავარი. სტრასბურგი მართალია. თუმცა, მე არ ვიცი, ქართველებმა რა უნდა ვქნათ ამ შემთხვევაში? ყორღანაშვილსაც დაიცავდა სტრასბურგი და მართალიც იქნებოდა თავისი გადმოსახედიდან. ჩვენ რა გვინდა?", - წერს დარჩიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე ათ პირს პატიმრობა შეეფარდა. სასამართლო სხდომას რვა ბრალდებული ესწრებოდა, ორზე კი ძებნაა გამოცხადებული.
0
0