ჩინეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესება კარგი გადაწყვეტილებაა, - ასე შეაფასა ოპოზიციონერმა დეპუტატმა და პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გადაწყვეტილება, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, უვიზო რეჟიმის დაწესება წაახალისებს ეკონომიკურ ურთიერთობებსაც.
„რაც უფრო მეტ ქვეყანასთან გვექნება უვიზო მიმოსვლა, მით უკეთესი ჩვენთვის. ეს წაახალისებს როგორც ტურიზმს, ისე ზოგადად, ეკონომიკურ ურთიერთობებს, ამიტომ ეს კარგი გადაწყვეტილებაა“, - აცხადებს სანდრო რაქვიაშვილი.
შეგახსენებთ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა დააწესა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, ჩინეთში უვიზოდ 30 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ.
0
0