
"ვიმედოვნებთ, რომ ეს მოძრაობები, რომლებიც იყო, საქართველოს ქუჩებიდან ზეწოლა და ოპოზიციური მოძრაობების გაძლიერება, დაეხმარება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და მისი სიცოცხლის გადარჩენას“,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა განაცხადა.
„ბოლო თვეებში სიტუაცია ძალიან სერიოზულად იცვლება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იცვლება აშშ-ში. მოდით ვაღიაროთ, რომ ქართულ პოლიტიკაში და ზოგადად, ყველაზე მთავარია ამერიკული საზოგადოება. ჩვენ ახლა გვაქვს სერიოზული წინსვლა.
ახლა არ მინდა კონკრეტულად საუბარი, თუმცა ძალიან შეიცვალა აშშ-ის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. საქარველოს მთავრობამ ბოლო დროს დაიკავა აშკარად პრორუსული პოლიტიკა. საქართველოს მთავრობა ახერხებდა კარგი ურთიერთობა ჰქონოდა დასავლეთთანაც და რუსეთთანაც, თუმცა გასული წლის 24 თებერვლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა და საქართველო გახდა აშკარად პრორუსული ორიენტაციის.
მე ვიცი, ვგრძნობ, რომ დასავლეთის გავლენა ივანიშვილზე, საქართველოს მთავრობაზე შემცირდა, რადგან მათ ერთი მხარე დაიკავეს. ის, რომ საქართველოს მთავრობამ ამ კანონისთვის ხმის მიცემა გაბედა ადასტურებს, რომ ისინი უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ პრორუსულ ინიციატივებს, ვიდრე პროევროპულებს. ამიტომ, ვიმედოვნებთ, რომ ეს მოძრაობები, რომლებიც იყო, საქართველოს ქუჩებიდან ზეწოლა და ოპოზიციური მოძრაობების გაძლიერება, დაეხმარება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და მისი სიცოცხლის გადარჩენას“,- აღნიშნა ვანო მერაბიშვილმა.
0
0