
“ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი:
"არ მჭირდება არანაირი პრივილეგია შეურაცხყოფისას.
“ქალს როგორ აკადრა” – თავისთავად არის დისკრიმინაციული მორალი.
რაც მჭირდება, არის თანასწორობა.
თანასწორობა ვერ იარსებებს იქ, სადაც პოლიტიკური სპექტრი (ნაცებიც და ქოცებიც) პიროვნების კულტის სამსახურში დგას;
თანასწორობა ვერ იარსებებს იქ, სადაც ცოლის საქციელის გამო, ქმარს სთხოვენ პასუხს (ნაცებიც, ქოცებიც, ენჯიოებიც);
თანასწორობა ვერ იარსებებს იქ, სადაც თუ თავი მსხვერპლად არ მოგაქვს, ქალადაც არ გთვლიან კონიუნქტურას აყოლილი ენჯიოები.
თანასწორობა ვერ იარსებებს იქ, სადაც თვითგამოცხადებულ ფემინისტებს საკუთარი ქალობა ისე სძულთ ქვეცნობიერად, სხვა ქალების პირადი ცხოვრება კომპრომატი ჰგონიათ და თავს უფლებას აძლევენ პირადი ცხოვრების “ამოტივტივებით” დაიმუქრონ…
ვინმე ირაკლი ბერაია, ვინმე ნინია კაკაბაძე, ვინმე ჯიბუტი, ვინმე გიგაური .. მათი სახელი ლეგიონია და მათი პრობლემის სათავე ერთია – ჩამორჩენილობა, რაც ქალს მეორეხარისხოვან როლს ანიჭებს, ქმარს მის პატრონად და მის პირად ცხოვრებას კომპრომატად აქცევს", - წერს ჩერგოლეიშვილი.
0
0