
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი დიმიტრი ჩიქოვანი აბსურდულს უწოდებს ბრალდებას, რომლის მიხედვითაც თითქოს მან აქტივისტი და ჟურნალისტი თათია სამხარაძე გაიტაცა და მასზე ძალადობდა.
“ჟურნალისტი ნათია ბერიძე ცდილობდა ჩემს სახლში შემოღწევას. მას შემდეგ რას ეს ვერ მოახერხა, - მეზობლებს ეუბნებოდა, რომ შიგნით მისი ქმარი იყო.. მე კი მეუბნებოდა, რომ მეგობარი იყო.. წარმოდგენა არ მაქვს, საიდან გაიგო სახლში ვიყავი თუ არა, ან ვისთან ერთად ვიყავი... შემდეგ მოხდა მისი მხრიდან ცრუ დასმენა. დარეკა სამართალდამცავ უწყებაში, ცილი დამწამა მძიმე მუხლით - გატაცების მუხლით… მას შემდე კი დაიწყო პროვოკაციული ქმედებები სამართალდამცველებისგანაც. ფაქტია, რომ არანაირი დანაშაულის კვალი მათ ვერ აღმოაჩინეს”, განაცხადა ჩიქოვანმა ტვ “პირველთან”.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დიმიტრი ჩიქოვანის მიერ თათია სამხარაძის მიმართ შესაძლო თავისუფლების აღკვეთასა და ძალადობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. შსს-ში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება 126-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც ძალადობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
ამასთან, ჟურნალისტ ნათია ბერიძისთვის პროფესიული საქმიანობის შეზღუდვის გამო, გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმაც დაიწყო.
0
0