"მგზავრობის და ორ დღეში თამაშის პირობებში, ორივე გუნდი გამოფიტული და გადაღლილი ჩანდა. სწრაფი და ინტენსიური თამაში არ გამოვიდა. ის ალბანეთი არ იყო რაც უკრაინასთან და არც ჩვენც ვიყავით ის რაც ჩეხეთთან.
პირველ ერთა ლიგაზე მხოლოდ ჩაკვეტაძის გუნდი გვყავდა, შემდეგ მარტო ხვიჩასი. შემდეგ ხვიჩასი და მამარდასი. დღეს კი უკვე ყველას გუნდია..." - ამის შესახებ სპორტულმა მიმომხილველმა, გიგა გვენცაძემ სციალურ ქსელში დაწერა:
"გილოცავთ.
ერთა ლიგაში ყველაზე მეტი ქულა გვაქვს - პირველი დღიდან და ჩვენი დონის პირველ ჯგუფში.
ყველა მატჩს ფეერიულად ვერ მოიგებ...ყველა მატჩსაც ვერ მოიგებ...
საშუალო ხარისხის თამაშით მოვიგეთ...
ერთი გოლის თამაში ჩანდა და ეს ერთი ბურთი ჩვენ შევაგდეთ.
სწორედ ასეთი მოგებაა ყველაზე რთული.
ალბანეთი - ჩვენი განუყრელი მეტოქე...
ყველაზე ხშირად ხომ მათ ვეთამაშებით და ვუგებთ.
20-25 წლის წინ წილისყრამდეც ვიცოდით, რომ ჯგუფში ერთი მეტოქე აუცილებლად ალბანეთი იქნებოდა. ზედიზედ სამი ევროს და მსოფლიოს შესარჩევში ვიყავით ერთად ჯგუფში. ამხანაგურადაც ბევრი გვითამაშია.
გუშინ მეცხრედ მოვუგეთ.
ორივე გუნდმა პრაქტიკულად იგივე შემადგენლობით ითამაშა, როგორც პირველ ტურში. მათ მხოლოდ ერთი ცვლილება ჰქონდათ. ჩვენ არცერთი. მნიშვნელოვანი როტაციის შესაძლებლობა არ გვქონდა არც ჩვენ და არც მათ.
მგზავრობის და ორ დღეში თამაშის პირობებში, ორივე გუნდი გამოფიტული და გადაღლილი ჩანდა. სწრაფი და ინტენსიური თამაში არ გამოვიდა. ის ალბანეთი არ იყო რაც უკრაინასთან და არც ჩვენც ვიყავით ის რაც ჩეხეთთან.
პირველ ერთა ლიგაზე მხოლოდ ჩაკვეტაძის გუნდი გვყავდა, შემდეგ მარტო ხვიჩასი. შემდეგ ხვიჩასი და მამარდასი. დღეს კი უკვე ყველას გუნდია...
როცა მოგებაზე ფიქრობ, იმაზეც ფიქრობ ვინ არის გამტანი- მიქაუტაძე, კვარაცხელია, ჩაკვეტაძე, კიტეიშვილი და უფრო ხშირად სკამიდან ზივზივაძე და დავითაშვილი.
და ახლა ქოჩორაშვილიც.
სანიოლის მოსვლის შემდეგ უკვე შვიდ ფეხბურთელს აქვს ნაკრებში ერთ ბურთზე მეტი გატანილი.
გოლის გამტანი შვიდი ფეხბურთელი დიდი ფუფუნებაა...
ერთს გააჩერებენ ? მეორე გაიტანს.
გუშინ მოიგო გუნდმა...
მამარდაშვილის პირველი მშრალი მატჩიც ნაკრებში 2 წლის წინ ალბანეთში იყო. ახლა კი პირველი მატჩი, რომელშიც მის კარში საერთოდ არ დაურტყამთ.
აკადემიურად და კლასით მოვიგეთ მათთან, ვისაც სასტარტოში ტოპ 5 ლიგის 5 ფეხბურთელი ჰყავდა. გუნდთან რომელმაც ბოლოს, შინ გაუშვა და წააგო ზუსტად ორი წლის და 6 თამაშის წინ იტალიასთან.
ალბათ დღეს ყველაზე პროგრესირებადი გუნდი გვყავს.
ერთა ლიგის ჯგუფის მოგება გვინდა, რომ შემდეგში კიდევ უფრო ძლიერ მეტოქეებს- ინგლისს, გერმანიას, საფრანგეთს შევხვდეთ და პროგრესი გაგრძელდეს...
მსოფლიოს ჩემპიონატზე კი უნდა გავიდეთ შესარჩევიდან.
ველოდებით წილისყრას და ვნახოთ... ვისთან ერთად მოვხვდებით 4 ან 5 გუნდიან ჯგუფში, საიდანაც გამარჯვებული პირდაპირ მუნდიალზეა, მეორე გუნდი კი ფლეი-ოფში.
2024 წელს 9 შეხვედრა ჩავატარეთ და წელს კიდევ 4 ბედნიერი დღე გველის...
ფეხბუთი ისე გვაერთიანებს, რომ საქართველოს ნაკრების თამაშს 26 ოქტომბერსაც ვინატრებდი....
მიდის სანახავად...
დიდება და გამარჯვება საქართველოს !" - წერს გვენცაძე
0
0