
პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ გავრცელებულ ცნობებს ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოდინება ქვეყნის უსაფრთხოებისთვის პირდაპირი საფრთხეა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ სასწრაფო ზომები უნდა მიიღოს, რათა ეს საფრთხე ქვეყანას თავიდან ააცილოს.
„პირდაპირი ფრენების გახსნა მხოლოდ ამყარებს საქართველოს სახიფათო ალიანსს პუტინის რუსეთთან. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მიიღოს სასწრაფო ზომები საქართველოს მშვიდობისა და თავისუფლების ინტერესებიდან გამომდინარე“, - წერს გახარია სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობაზე განცხადება მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გააკეთა. ამ იდეას მხარი მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ დაუჭირა, თუმცა მის წინააღმდეგ წავიდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
0
0