=
“პედოფილიაზე მშვიდად მე ვერ ვისაუბრებ და ეს ჩემი უპირატესობაა მეგობრებო” - ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს:
""უნიჭიერესია მაგრამ...
ზედმეტად ემოციური ქალია"
ქალები მიწერენ.
ესეც ემანსიპაციის პრობლემა.
სტერეოტიპულად ქალი უნდა იყოს მშვიდი! ჩუმი!
თუ აყვირდა - "ზედმეტად" ემოციურია.
ეს არის აბსურდი და ქალების გაჩუმების იარაღი!
რაზეც საყვირალია - იყვირეთ.
თუ სხვის ყვირილს უნდა გადააჭარბოთ რომ ხმა გააგონოთ - გადააჭარბეთ და გააყრუეთ!
თქვენი ემოციურობა კი არაა პრობლემა, რაზეც ყვირით ისაა პრობლემა და პრობლემა იწვევს ემოციურობას!
პედოფილიაზე მშვიდად მე ვერ ვისაუბრებ და ეს ჩემი უპირატესობაა მეგობრებო." - წერს ჩერგოლეიშვილი
0
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
15/09/2025