
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის უფროსმა ალექსანდრ ბორტნიკოვმა 11 ადამიანის, მათ შორის ტერაქტის სავარაუდო ოთხივე მონაწილის დაკავების შესახებ მოახსენა.
“ფსბ-ს დირექტორმა ბორტნიკოვმა პუტინს 11 ადამიანის, ტერაქტის განხორციელების უშუალო მონაწილის, ოთხივე ტერორისტის დაკავების შესახებ მოახსენა” - აცხადებს კრემლის პრესსამსახური.
რუსული მედია ტელეგრამ-არხებზე დაყრდნობით ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ეჭვმიტანილთაგან ოთხი ტაჯიკეთის მოქალაქე იყო, თუმცა, მოგვიანებით ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გავრცელებულ ცნობას “ფეიკინფორმაცია” უწოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო. თუმცა მოგვიანებით დაზუსტდა, რომ ეს ცნობა დაჯგუფების მოძველებულ შაბლონზე გავრცელდა და შესაძლოა, ყალბი იყოს.
მოსკოვის ოლქში, „კროკუს სითი ჰოლში“ 22 მარტს შეიარაღებული პირები შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს. არსებული მონაცემებით, დაღუპულია 60-ზე მეტი ადამიანი, თუმცა, ეს რიცხვი შესაძლოა, გაიზარდოს. 100-ზე მეტი დაშავებული კლინიკებშია განაწილებული. ტერაქტის შემდეგ კლინიკაში გადაყვანილი დაშავებულებიდან სამი ბავშვი და ორი მამაკაცი გარდაიცვალა.
0
0
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 მაისიდან
05/05/2026