
სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი “ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესებს “თვითდაზიანებას” უწოდებს და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“ნაციონალური მოძრაობის ასეთი თვითდაზიანებიდან, შეიძლება კარგი ამბებიც გამოდნეს. ამჯერად, ერთ ასპექტზე გავამახვილებ ყურადღებას:
“ნაცმოძრაობა”, როგორც ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, ყოველთვის უჩენდა ცდუნებას პატარა პარტიებს, რომ მისით გასულიყვნენ ფონს (ანუ, ადგილები მიეღოთ პარლამენტში).
სხვა ოპოზიციური პარტიები, ზოგჯერ ნებით, ზოგჯერ უნებლიეთაც, ცდილობდნენ პოლიტიკური დივიდენდები “ნაცმოძრაობის” ორბიტაზე შესვლით მოეპოვებინათ.
ახლა, “ნაცმოძრაობა” ვეღარ დარჩება ისეთი მრავალრიცხოვანი, როგორიც იყო. ის, ვინც არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს, დიდი ალბათობით, გაიყოლებს ამ პარტიის ამომრჩეველთა მნიშვნელოვან ნაწილს, რადგან ორივე მხარეს „ლიდერშიპის“ მძიმეწონიანი ფიგურები დგანან.
ჰოდა, რადგან პოლიტიკური „მტვერსასრუტი“ აღარ იარსებებს, სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა იქნებ საკუთარ თავებს ჩასჭიდონ ხელი და გაძლიერდნენ - გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ნიშა ჯერ ისევ ფართოა", წერს სოციოლოგი.
0
0