
შალვა პაპუაშვილმა 27 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ მიერ დაანონსებულ აქციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს არის შემაჯამებელი შეხვედრა.
“სინამდვილეში, ეს აქცია, შეხვედრა ამომრჩევლებთან საარჩევნო მარათონის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია და ამ შემთხვევაში, ეს არის შემაჯამებელი შეხვედრა, როცა ჩვენ გვინდა, ერთი მხრივ, 2 ოქტომბერს მოპოვებული გამარჯვება კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ და ამავე დროს, გამოვაცხადოთ სრული მობილიზება, რათა 30 ოქტომბერს დამაჯერებელი გამარჯვება ჰქონდეს „ქართულ ოცნებას“, მეორე მხრივ კი, 30 ოქტომბერს, ამ არჩევნებით ჩვენმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გაავლოს ხაზი, რომლის იქითაც დატოვებს სიძულვილს, ძალადობას, “ნაციონალურ მოძრაობას”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
0
0
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 9 ივლისიდან
08/07/2026
10 ივლისს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
08/07/2026