
ე.წ. "ქენსელ ქალჩერის" ორგანიზატორებს, შინ და გარეთ, მტაცებლური ინსტიქტები ამოძრავებთ - თავს დაუხრი, ენას მოუჩლექ და შეგჭამენ. სწორედ ამით ჰგვანან ისინი კრიმინალებს - წერს ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში, რითაც ეხმაურება ნუცა ბუზალაძს გარშემო განვითარებულ მოვლენებს:
"რა გვასწავლა ნუცა ბუზალაძის ქეისმა? ის, რომ ქენსელი გამოიწვია ან, როგორც მინიმუმ, წაახალისა მისმა ბოდიშმა. უნდა გვახსოვდეს, რომ ე.წ. "ქენსელ ქალჩერის" ორგანიზატორებს, შინ და გარეთ, მტაცებლური ინსტიქტები ამოძრავებთ - თავს დაუხრი, ენას მოუჩლექ და შეგჭამენ. სწორედ ამით ჰგვანან ისინი კრიმინალებს. ქურდული ეპოსის თანახმად, უხსოვარ დროში, ქურდულ გარჩევაზე, სომეხმა ქურდმა, მეტსახელად - "სვომ", აცდუნა არსენა მიქელაძე, ბოდიში მოიხადე და ჩავფარცხოთ კონფლიქტიო.- Простите, воры, - მიმართა თურმე "სხოდკას" არსენამ;- Я тебя не прощаю, а в рот @@@, какой ты вор, прощение просишь! - დაურტყა პენალტი "სვომ" და არაქურდად დატოვა. ბევრი დრო და ძალისხმევა დასჭირდა არსენას სახელის დასაბრუნებლად, არადა, მის მიმართ პრეტენზია, ნუცასი არ იყოს, სასაცილომდე უბრალო იყო - "ოპერთან" მარტო რატომ დადიოდი ზონაში, ცოცხალი კაცი უნდა გეტარებინა იმის დასტურად, რომ სუფთა ხარ და არ თანამშრომლობდიო, აკადრეს, იმ სამყაროს განზომილებით, ფილარმონია კაცს." - წერს ლაშა ნაცვლიშვილი.
0
0