
“ვატიკანი მზად არის, რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად ყველაფერი გააკეთოს და შუამავლის როლი შეასრულოს”, ამის შესახებ რომის პაპმა განაცხადა.
კითხვაზე, სჯერა თუ არა მოსკოვისა და კიევის შერიგების შესაძლებლობის, ფრანცისკემ ყველას მოუწოდა –" არ დანებდნენ" და აღნიშნა, რომ “მშვიდობა შესაძლებელია”.
”...თუმცა ყველამ უნდა აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა დემილიტარიზებაზე, ძალადობის განმუხტვასა და განიარაღებაზე. ჩვენ, ყველა, უნდა ვიყოთ პაციფისტები. აუცილებელია მშვიდობის სურვილი და არა მხოლოდ დაზავება, რომელიც შეიძლება მხოლოდ ხელახლა შეიარაღებას ემსახურებოდეს. ნამდვილი მშვიდობა კი დიალოგის ნაყოფია,“ - განაცხადა რომის პაპმა.
იგი მიიჩნევს, რომ “აუცილებელია მშვიდობის სურვილი და არა მხოლოდ დაზავება, რომელიც შეიძლება მხოლოდ ხელახლა შეიარაღებას ემსახურებოდეს. ნამდვილი მშვიდობა კი დიალოგის ნაყოფია”.
ინტერვიუს გაზეთი La Stampa აქვეყნებს.
მიმდინარე კვირის დასაწყისში, რომის პაპმა, რომელიც რეგულარულად საუბრობდა რუსეთ-უკრაინის ომზე, დაგმო უკრაინაზე რუსული სარაკეტო თავდასხმების ბოლო ტალღა და აგრესორს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა, რათა კონფლიქტის ესკალაციის რისკი თავიდან იყოს აცილებული.
0
0
13 ივლისს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
11/07/2025