
აფრიკის ერთ-ერთ ქვეყანაში, მალავიში ეს ტრადიცია დღემდე არსებობს. მშობლები სპეციალურად ქირაობენ მამაკაცებს, რომ მათმა გოგონებმა ქალიშვილობა დაკარგონ და „ზრდასრული" ცხოვრებისთვის მოემზადონ. ოჯახი, რომელიც რიტუალის შესრულებაზე უარს იტყვის, საზოგადოების მხრიდან არასრულფასოვნად აღიქმება და გარიყულია.
აღსანიშნავია, რომ ამ „სამუშაოს" შესასრულებლად მშობლები ბიჭებს სპეციალურად ზრდიან. მათ „ჰიენას" უწოდებენ. მომსახურების საფასური 4-7 დოლარია. ტრადიციას კი „გათავისუფლების რიტუალს" უწოდებენ.
გოგონები 6 წლის ასაკიდან შთააგონებენ, რომ სექსით უნდა დაკავდნენ. პირველი მენსტრუაციის შედეგ კი მშობლები შვილებს სპეციალურ ბანაკში აგზავნიან. იქ მათ „მენტორები" ხვდებათ, რომლებიც ბავშვებს ასწავლიან, როგორ უნდა მოიქცნენ მამაკაცთან, როგორ უნდა ჰქონდეთ ინტიმური ურთიერთობა. ღამით კი მამაკაც-ჰიენას უშვებენ. რიტუალი 3 დღის განმავლობაში გრძელდება.
აღსანიშნავია, რომ რიტუალში მონაწილეობას ზრდასრული მამაკაცებიც იღებენ. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ ეს სექსუალური ძალადობა კი არა, გოგონების დახმარებაა, რომ ზრდასრულობისათვის მოემზადონ.თუ რომელიმე ოჯახი უარს იტყვის, ითვლება, რომ უბედურება არა მხოლოდ მათ, არამედ მთელ სოფელს დაატყდება.
2016 წელს მალავის სასამართლომ 47 წლის ერიკ ანივის საქმე განიხილა. მამაკაცი ერთ-ერთი ჰიენი იყო. მან იცოდა, რომ აივ-ინფიცირებული იყო, მაგრამ ფულის სანაცვლოდ პატარა გოგონებთან ურთიერთობას მაინც დასთანხმდა. საკუთარი დაავადების შესახებ ბავშვების მშობლებთან არაფერი უთქვამს და არაერთი გოგონა დააავადა.
2016 წლის ივლისში მალავიდან BBC-ის რეპორტაჟი გამოქვეყნდა. მაშინ მან პირველად თქვა, რომ აივ-ინფიცირებული იყო. რამდენიმე დღეში ის პოლიციამ დააკავა და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წლის წინ ქვეყანაში 18 წლამდე ქორწინება აიკრძალა, სტატისტიკა მაინც საგანგაშოა. 15-19 წლის ასაკში გოგონები უკვე შვილებს აჩენენ და ოჯახურ ცხოვრებას განაგრძობენ.
0
0
საქართველო ევროვიზიის კონკურსს გამოეთიშა
16/05/2025