
ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოსკოვში მომხდარ ტერაქტში ტაჯიკეთის მოქალაქეების მონაწილეობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა.
“აღვნიშნავთ, რომ ტაჯიკურ მხარეს რუსეთის ხელისუფლებისგან არ მიუღია დადასტურება ტაჯიკეთის მოქალაქეების მონაწილეობის შესახებ ფეიკინფორმაციის თაობაზე, რომელიც ამჟამად ცირკულირებს. ამასთან დაკავშირებით, გთხოვთ, დაეყრდნოთ ოფიციალურ ინფორმაციას, რომელსაც რუსეთის ხელისუფლების სახელმწიფო ორგანოები გაავრცელებენ. მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რომ გადაუმოწმებელი და არასანდო ინფორმაციის გავრცელებამ შესაძლოა, ქვეყნის საზღვრებს გარეთ მყოფი ტაჯიკეთის მოქალქეები დააზარალოს", - აღნიშნულია ტაჯიკეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
მანამდე რუსული მედია ტელეგრამარხებზე დაყრდნოთ ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ტერაქტში ეჭვმიტანილი ექვსი პირიდან ცნობილია ოთხის ვინაობა, რომლებიც მათივე ცნობით, ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან. ვრცელდებოდა შემდეგი მონაცემები: ნასრიდინოვ მახმადრასული, ისმონოვ რივოჟიდინი, საფოლზოდა შოხინჯონი და ნაზაროვ რუსტამი. ასევე გავრცელდა მათი ფოტოებიც.
მოსკოვის ოლქში, „კროკუს სითი ჰოლში“ 22 მარტს შეიარაღებული პირები შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს. არსებული მონაცემებით, დაღუპულია 60-ზე მეტი ადამიანი, თუმცა, ეს რიცხვი შესაძლოა, გაიზარდოს. ტერაქტის შემდეგ კლინიკაში გადაყვანილი დაშავებულებიდან სამი ბავშვი და ორი მამაკაცი გარდაიცვალა.
0
0
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 მაისიდან
05/05/2026