
მოსკოვის გამზირზე უცნობმა პირმა მიუსაფარი ძაღლი მოწამლა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ნათია ბეუქლიშვილი წერს:
"ბოდიში მძიმე ფოტოსთვის.
ეს ცუგა მოსკოვის გამზირზე ცხოვრობდა საქართველოს ბანკთან,შიგნითაც უშვებდნენ და უვლიდნენ.
მართლა არავის არაფერს უშავებდა, ასაკიანი იყო ლოლა ….აგრესიის ნატამალი არ ჰქონდა(დამეთანხმება იქ მაცხოვრებელი ხალხი)
სრულიად ჯანმრთელი ძაღლი(ჯერ კიდევ გუშინ დილითაც და საღამოსაც ჩვეულებრივ იყო) მოწამლეს.
კლინიკაში მოიყვანეს, მაგრამ ვერაფერი ვუშველეთ💔
ერთი კითხვა მაქვს ცხოველთა მოძულე და აი ამის გამკეთებელ ნაძირალასთან!
ძაღლი რომელიც არაფერს აშავებს, ყეფაც კი არ იცის, რატო წამლავ?! მოგეწევა შენც და შენს 7 თაობასაც მისი ცოდვა.
შარშან ზამთარში ზუსტად 13 ლეკვი მოწამლეს, მანამდე 1 დიდი ძაღლი რომელსაც მე ვუვლიდი, გუშინ 1 ძაღლი(რომელიც კლინიკაში გადაყვანის მიუხედავად დაიღუპა) და დღეს ეს.
ძალიან მინდა ამის გამკეთებელმა იგივე განიცადოს, მიწიდან ამოგთხრით და მაინც გიპოვით! მაგრამ ჩვენ თუ ვერ დაგსჯით, ღმერთი მოგთხოვს ამის ჩადენისთვის პასუხს.!
გვაპატიე ცუგა ამ ნაგავი ხალხის გარემოცვაში,რომ დაიბადე და არ შეგარგეს ცხოვრება.
ამ საცოდავებს ისედაც ზამთარ/ზაფხულს ქუჩაში სძინავთ,ნახევრად მშივრებს და საწამლავისთვის ხომ კარგად იყენებთ სოსისებს?! ისე არ გემეტებათ არა?! საზიზღარი ბრბო ხართ ამ საშინელებას ვინც ჩადიხართ!
მიგაქვს საწამლავით სავსე საკვები, ის მადლოერი თვალებით გიყურებს,რომ აპურებ და ამ დროს კლავ… აი მართლა მაინტერესებს მაგ დროს რას განიცდით?
როგორ იტყვით ამის მერე,რომ თქვენ ადამიანებს ეხმარებით?! აი ამის ჩამდენი ადამიანსაც ჩვეულებრივ მიაყენებს ზიანს და ხალხისთვის საშიშია!
ცუგა გადაყვანილია ექსპერტიზაზე და იმედია მისი მიმკედლებელი ბოლომდე მიჰყვება ამ საქმეს!
მოგეწიოს ამ ძაღლის ცოდვა უკან!!!!! ვერ გაიხარებ შენ!!!!!
შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia უკვე მერამდენე ძაღლია რომელიც ასე ტანჯვით მოკლეს, თქვენ გძინავთ? რა ჯანდაბას აკეთებთ !!! - წერს ნათია ბეუქლიშვილი.
0
0