
დეპუტატი, თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს:
“ერთმა პოლიც-პოლიტ გოგომ თქვა, “მდაბიო განცხადება” რად თქვით ჩემზეო, (ანუ რომ გატყუებთ რატომ არ ტყუვდებითო) ჰოდა გამახსენდა ეს სიტყვა “მდაბიო ” და მთელი დღე პოეტ თამაზ ჩხენკელი მახსენდება “გორსალის” გენიალური განმარტებით …..
ჰოდა ვფიქრობ ახლა ჩემთვის, რა არის ასეთი უტიფრობა ნეტავ?? როგორ და რანაირად შეუძლიათ ? აი მაგალითად მინდა ავუხსნა ამ “პოლიც პოლიტ გოგოს”, ოღონდ არა “პოლიც.პოლიტ” ენაზე , არამედ იმ ენაზე რომელიც დიდი ხნის დავიწყებული აქვს, რომ მდაბიოობა და ცუღლუტობა არის ,”გამტკნარებული” სახით უტიფრად სხვის წარსულზე, (ვისი წყალობითაც მის დროს მაღალჩინოსანიც- პარტნიორიც იყავი) საუბარი, მით უფრო თუ შენ იმ სხვასთან ერთად მონაწილე ხარ იმისა, რაშიც დღეს ბრალს სდებ და ხმა არ ამოგიღია მაშინ, როცა ერთ ორგანიზმად ქცეული უწყება იყავით და ახლა უტიფრად სრულად იხსნი პასუხისმგებლობას, უცებ აღმოაჩენ რომ ის ვიღაც “ცუდია” , ხოლო შენ- “კარგი”, მეტიც -ბრალმდებლის როლში ხარ და საერთოდ- “როლში”, სულ ცოტა იმ სიჩუმის რომ არ გრცხვენია, ვალდებული რომ იყავი, როგორც (მოქალაქე-ქალი) პოლიციელი და რომ არ შეასრულე შენი ვალდებულება, ეს შეუძლიათ სწორედ მდაბიო სულის ,”პატარა” ადამიანებს ეს არის მდაბიოობა და კიდევ ბევრი სხვა რამ, მათ შორის “გაკვირვებულობა” და აღფრთოვანება საკუთარი “შემთხვევითი” მდგომარეობით, რაც მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ეს არის ის, რითიც “მდაბიოს” გამოარჩევ, მათ საკუთარი წარსულიც არ ხიბლავთ ფოტოებიც კი აღიზიანებთ…..
მოკლედ, აი მოყოლა რომ არ მოგინდება, მხოლოდ იმიტომ, რომ მდაბიო ადამიანებზე დიდი დრო არ დაკარგო და არ იფიქრო ფსკერზე, სადაც ღირსება მუნდირი- ქუდი ორი კაპიკი ღირს და დიდ ფულში იცვლება ,ისე როგორც მდაბიოს სჩვევია.
P.S
“ჩემი ხატია სამშობლო” დიახ, მანდატი და ფული არა, არამედ ხ ა ტ ი ა!" - წერს ჩარკვიანი.
0
0