21/11/2024
18:25
საზოგადოება
“მათეს თავისუფლებისთვის” – ამ ლოზუნგით ახალგაზრდები დღეს, 21 ნოემბერს, 20:00 საათზე საპროტესტო აქციას გამართავენ.
19 ნოემბერს პოლიციამ ძალისმიერი მეთოდებით ჩვენი თანამებრძოლები დააკავა, მათ შორის ერთ-ერთს 7 წლიანი სასჯელით ემუქრებიან.
დღეს 20:00 საათზე მელიქიშვილის გამზირზე, სადაც ქართველი ხალხი არჩევნების დაბრუნებას ცდილობდა, ვიკრიბებით და ვითხოვთ დაკავებულთა განთავისუფლებას.” – წერია განცხადებაში.
“ერთ-ერთი ინციდენტის დროს, როცა ნიკა მელიას და სხვა მოქალაქეებს აკავებდნენ, გავიქეცით, შეხლა-შემოხლის ადგილისკენ, რომ ხალხს დავხმარებოდით. ამ დროს თვალსაწიერიდან დამეკარგა, რამდენიმე წუთში კი თვალი მოვკარი, რომ 4 პოლიციელი ცდილობდა, წაეთრია მანქანისკენ. მოვედი დასახმარებლად, ვერ ვუშველე, კიდევ 20 პოლიციელი მოვარდა, თან ურტყამდნენ, თან ახრჩობდნენ. ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული და დღეს დილით გადაუკვალიფიცირდა სისხლის სამართალზე, ედავებიან პოლიციელისთვის ზიანის მიყენებას – ჯოხი გადაარტყაო. 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
რა თქმა უნდა, ეს შურისძიების მიზნით კეთდება, როგორც მარტის აქციებზე აირჩიეს ლაზარე, ყოფილიყო განტევების ვაცი და მოლოტოვის კოქტეილის სროლას “ტენიდნენ” ახლა, მათს “ტენიან” პოლიციელისთვის ჯოხის გადარტყმას. უნდათ, მათეთი დააშინონ მოქალაქეები ბოლომდე ვიბრძოლებთ არჩევნებისთვის”- განაცხადა დაკავებულის მეგობარმა.
გომელაურის უწყებამ 19 ნოემბერს გამართული აქციის მონაწილე მათე დევიძე დააკავა. 21 წლის ბიჭს პოლიციელებზე თავდასხმას ედავებიან.
შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
0
0