მართლმადიდებლობა იქნება სახელმწიფო რელიგია - ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, კონსტანტინე გამსახურდია ზვიად გამსახურდიას ნათქვამს იხსენებს და ამბობს, რომ პირველ პრეზიდენტს ამის შესახებ ტელეეთერში აქვს ნათქვამი.
,,არც ამნეზიაა კარგი, არც უახლესი ისტორიის ნაკლული ცოდნა. “მართლმადიდებლობა იქნება სახელმწიფო რელიგია” – ზვიად გამსახურდიამ ეს პირდაპირ განაცხადა ტელეეთერში და რეალური ნაბიჯებიც გადადგა – ეკლესიას დაუბრუნდა მიწების ნაწილი, გადაეცა ტაძრები, ძირითადი საეკლესიო დღესასწაულები სახელმწიფომ აღიარა. დაიწყო მუშაობა დაფინანსების ნაწილშიც, მონასტრებს შეეძლოთ პირდაპირ მიემართათ სახელმწიფოს მომარაგების სამმართველოსთვის.
ამაზე კრიტიკოსებმა დასავლეთში და რუსეთში დაწერეს, თითქოს მას სურდა ისეთი თეოკრატია, რომელიც არსებობდა კონსტანტინე დიდიდან იუსტინიანე იმპერატორამდე. (თითქოს დღევანდელი დიდი ბრიტანეთის ანგლიკანური ეკლესიის ან საბერძნეთის ეკლესიის მაგალითები ახლანდელ დროში არ ყოფილიყოს) ოღონდ ისიც მოაყოლა, რომ საჭიროა რუის-ურბნისის მსგავსი ზომების მიღებაც. აქ ნაცარქექიობას შეეშვას ზოგიერთი თაგვითხარიაშვილი “არაფერი კარგი არ მოუტანია” და მსგავსი როყიო ფრაზებით.”
0
0