
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი სოფო ჯაფარიძე სოფელ კირბალში ჩავიდა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გორის რაიონში ექიმების ჯგუფთან ერთად იმყოფება. კირბალის მოსახლეობას სხვადასხვა პროფილის მედიკოსი უფასო სამედიცინო კონსულტაციას უწევს. დროებითი მედპუნქტი სიმბოლურად თამაზ გინტურის რუსების მიერ სასტიკად მოკლულის სახლშია გახსნილი. ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"სიმბოლურია, რომ თბილისის საკრებულოს ფრაქცია ენმ-ის წევრი და ჩემი პირადი წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე, ჰუმანიტარული ინიციატივით კირბალში ჩავიდა.
მნიშვნელოვანია, რომ საოკუპაციო ხაზთან მყოფ მოსახლეობას უფრო მეტი ყურადღება დავუთმოთ. რუსი ოკუპანტების მიზანი სწორედ ის არის, რომ დააშინოს და აიძულოს ადგილობრივი მოსახლეობა მიატოვოს იქაურობა, რაც მცოცავ ოკუპაციას გაუადვილებთ.
მადლობა ექიმებს, რომლებიც ჰუმანიტარულ აქციაში უანგაროდ არიან ჩართულები" - წერს სააკაშვილი.
0
0