
ასამართლო სამედიცინო ექსპერტი, მაია ნიკოლეიშვილი:
"ყველა სხვა ტიპის სასამართლოში შეიძლება დავა, ეს კანონიერია. მაგრამ, თუ თვლი, რომ საქართველო სახელმწიფოა, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ხმა არ უნდა ამოიღო კი არა, პატივი უნდა სცე და უსიტყვოდ უნდა მიიღო ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება!
კიკიმორებს ეს არ ეხება!" - წერს ნიკოლეიშვილი.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზში გამოცხადდა.
გადაწყვეტილებას პლენუმის ცხრა წევრიდან ექვსმა წევრმა დაუჭირა მხარი. ამასთან, როგორც მერაბ ტურავამ განაცხადა, დასკვნას დაერთვება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სამი წევრის, ირინა იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძის და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული მოსაზრება.
0
0