19/04/2024
11:04
პოლიტიკა
ინტერპელაციის ფორმატი არ ითვალისწინებს სხვა სახის კითხვებს გარდა იმისა, რა საკითხზეც არის დაბარებული მინისტრი, თუმცა ოპოზიციის ბუნება დესტრუქციაა და მათ ამის საშუალებას არ მივცემთ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ინტერპელაციის წესით მოსმენის შესახებ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, დღეს ოპოზიციის მხრიდან პროვოკაციულ კითხვებს არ გამორიცხავენ.
„სამწუხაროდ, პოლიციელებზე ძალადობა ჭარბობს, ვიდრე ის, რომ პოლიციამ პროპორციულად გამოიყენოს ძალა, რათა კანონი არ დაარღვიონ აქციის მონაწილეებმა. პოლიციამ ბევრ ადამიანს საშუალება არ მისცა, რომ კანონი დაერღვიათ. საზოგადოება ხედავს, რომ აქცია მონაწილე მშვიდობიანი არ არის, რომელიც აგურით ხელშია და პოლიციელს თავში ურტამს. შტურმი როცა გინდა, ეს ძალადობაა პოლიციელზე. თუ ეს მოხდება, სახელმწიფოსა და კანონის ხელი, ყველას მოხვდება“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
0
0