
რუსთაველზე გამართულ აქციაზე სიტყვით გამოდიან სტუდენტები:
“აქციის მონაწილე სტუდენტი, მიმართვისას, ამბობს:
თქვენთვის მთავარი იყო პოლიტიკოსებს არ წაეყვანათ მიტინგი, ინიციატივა აგვეღო სტუდენტებს, სტუდეტებმა ავიღეთ, მოეზრებული სახეები არ გვჭირდება და მთავარი მიზანი ისაა, რომ არ უნდა დავიშალოთ.
თითოეულ თვქვეთაგანს მადლობას ვუხდი, მაგრამ განსაკუთრებული მადლობა იმათ, ვინც ბოლო 2 დღის განმავვლობაში დილამდე ებრძოდნენ სპეცრაზმს, რობოკოპებს! რადგან მათ შეძლეს ის, რაც ვერ შეძლეს პოლიტიკოსებმა.
ქართული ოცნება მიჩვეულია, წყლის ჭავლს მიშვებეს, დაიშლებიან, დაიღლებიან, წავლენ, ან რომელიმე პოლიტიკოსი მოუწოდებს, დავშალოთ, ხვალ გამოვიდეთ, მაგრამ ქართულ ოცნებას დაუხვდა თავქარიანი ახლაგაზრდობა, რომელიც არ დაემორჩილა მას.
მოიპოვეს ამ კანონის არაფორმალური გაწვევა, მაგრამ ჩვენ უნდა მოვიპოვოთ ამ კანონის სამართლებრივი გაწვევა, ამას ისევ ჩვენ შევძლებთ, ოღონდ თუ არ დავიშლებით, პოლიტიკოსებს თუ უნდოდათ თვითონ ყოფილიყვნენ ამ ყველაფრის ავანგარდში და ქუჩით ბრძოლა შეეძლოთ, პარლამენტში არ დარჩებოდნენ, მაგრამ ახლა ძალაუფლება გვეკუთვნის სტუდენტებს, რადგან ჩვენ მოვახერხეთ ის, რაც ამათ ვერ მოახერხეს.
ერთ–ერთმა პოლიტიკურმა ლიდერმა თქვა, ამ ახალგაზრდებს ყველა პოლიტიკური პარტია ფეხებზე კიდია, მარტო საქართელო აინტერესებთო, დიახ, ყველა პოლიტიკური პარტია ფეხებზე მკიდია, მე მარტო საქართველო მაინტერესებს. თქვენ აქ არ გამოსულხართ, რომელიმე პოლიტიკოსის გამო და ნიჰილიზმში არ ჩავარდეთ იმის გამო, რომ რომელიღაც პოლიტიკოსის გამოსვლა არ მოგწონთ, თქვენი თვითმიზანი აქ გამოსვლის არის ის, რომ არა რუსულ კანონპროექტს, არა რუსეთიზაციას. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ
0
0
მზიანი და უნალექო - ამინდი დღეს
16/05/2025