
ყოფილი დეპუტატი, მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:
“ამ დილას ბაზარში ვარ. ერთი ქალი დამყვებოდა საეჭვოდ… უცებ მივუბრუნდი და ვკითხები: ქ-ნო, არ გეშლებათ, მეგი ვარ , რა გნებავთ, რატომ დამსდევთმეთქი ?! დაბნეულობისაგან გაფითრდა და მპასუხობს: ქ-ნო მეგი , არასოდეს ვყოფილვარ თქვენი მომხრე, მაგრამ პატივს გცემთ, როგორც პრინციპების ერთგულს, ფეისბუკზეც მყავხართ გამოწერილი, ჩემს ხელში გაიარა სიამ, სადაც თქვენც ხართ ჩამონათვალში, თქვენზეც უნდა განხორციელდეს თავდასხმა და მინდოდა გამეფრთხილებინეთ , ძალიან გთხოვთ სხვა შეკითხვა არ დამისვათ, ამის მეტს ვერაფერს გეტყვითო. ცოტა კი დავიბენი წამიერად, არ ვიცოდი რა უნდა მექნა , დამეკავებინა ეს ქალი და პოლიცია გამომეძახებინა ამ ქალის დასაკითხად თუ სხვა რამ ღონისძიება განმეხორციელებინა, მაგრამ იქვე მივხვდი, რომ აზრი არ ჰქონდა, არ დაადასტურებდა, მოწმე არ მყავდა, მადლობა გადავუხადე და გავუშვი ….
პ.ს. ახლა შენ მოგმართავ შოთაძე! მიუხედავად იმისა, რომ იარაღის ტარების უფლება მაქვს , არასოდეს მიტარებია. აი ახლა კი, როცა საკუთარი თავის დაცვა პირადად ჩემი ვალდებულებაა , როგორც ჩემი ოჯახის, ასევე დატყვევებული პრეზიდენტის წინაშე, რომ სანამ ტყვედ გყავთ აყვანილი , მუდმივად საბრძოლო მზადყოფნაში უნდა ვიყო და ვერ დავუშვებ, ვინმე ქოცტიტუშკამ რაიმე დამიშავოს და შემდგომში ანგარიშსწორების მიზნით შარში გახვიოს ჩემი ოჯახის წევრები, ჩემი მეგობრები და ახლო ნათესავები, გაფრთხილებ: რა წამსაც ვინმე შენიანი ქოცტიტუშკა გადაწყვეტს მომიახლოვდეს, კოჭებში ჩამსხვრეულს მოგითრევ , დაგიგდებ პროკურატურის შესასვლელში და ფეხები არ მომჭამო მერე ჯერ შენ, და მერე შენმა ბატონმა ხიხომ პუტლერიანად!”
0
0