ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი, ლეგიონის მებრძოლების გოჩა ჟვანიასა და ზურა წიკლაურის დაღუპვას ეხმინება და აცხადებს,რომ მათი სიკვდილის გამო შურს აუცილებლად იძიებენ.
“გვერდით აღარ გვყავს საუკეთესო მებრძოლები, ერთგულები, უღალატონი. აუცილებლად ვიძიებთ შურს!”– ამბობს მამულაშვილი.
“ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გვეჭირა ერთად იარაღი. ათი წელი იყვნენ ჩემს გვერდით… “ქართული ლეგიონის” საუკეთესო ნაწილს წარმოადგენდნენ. გოჩა ჟვანიამ რამდენიმე საათით ადრე დამირეკა და მითხრა, ახლა ყველა ერთგული ერთად ვართო. მხოლოდ კარგი მებრძოლები კი არა, უერთგულესი ადამიანები იყვნენ, კაცობა არ შეშლიათ არასოდეს! გაგვიჭირდება მათ გარეშე, ნათელში იყოს მათი სულები… აუცილებლად ვიძიებთ შურს” - აცხადებს მამულაშვილი.
0
0