
“გამარჯვება მივყვანოთ ბოლომდე” – ეს „ქართული ოცნების“ აქციის მთავარი მოწოდებაა ამომრჩევლის მიმართ. მზადება უკვე დაწყებულია, შეკრება ქალაქის ცენტრში დღის 15:00საათიდან დაიწყება, აქცია კი ზუსტად 17:00 საათზე.
აქცია კოვიდპანდემიის პირობებში გაიმართება და სახელისუფლებო ძალა მხარდამჭერებს ურჩევს, დაიცვან რეგულაციები, რაც ვირუსის გავრცელების შემაფერხებელი ფაქტორია. ყველზე მთავარი კი პირბადეა, რომელიც აქციის ყველა მონაწილეს უნდა ეკეთოს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ შეკრების მიზანი, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინ, ამომრჩეველთა მუხტის აწევაა. პარტიაში დარწმუნებულები არიან, რომ ამომრჩეველი სწორ არჩევანს გააკეთებს და მმართველი პარტიის კანდიდატები საარჩევნო ოლქებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვებენ.
0
0
„ჯარის ბანაკი“ მეოთხე როტაციას მასპინძლობს
10/07/2025